საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №74/2012 დადგენილებით დამტკიცებული „ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ დანართი №1 მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად

 

ვბრძანებ:

 

1. განისაზღვროს მედიცინის ფაკულტეტის კრედიტების აღიარების კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) მაია ბიწკინაშვილი - ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, თავმჯდომარე;

ბ) ნინო ჩიხლაძე - პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

გ) თამარ ლეკაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;

დ) მაკა ჯორბენაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი, მდივანი;

ე) ჯულიეტა ხუციშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

ვ) თამუნა ლომიძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;

2. ბრძანების ფაკულტეტის ვებ გვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს კანცელარიას;

3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

დიმიტრი კორძაია

დეკანი